06:48 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-07 15:23:08, 652 ნახვა

პოლიტიკა
კახა გოგოლაშვილი: ნატო-ს საბჭოს სხდომის საქართველოში ჩატარება არ ნიშნავს, რომ ალიანსში ხვალვე მიგვიღებენ

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში კახა გოგოლაშვილი საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგისა და ჩრდილოატალანტიკური საბჭოს წევრების ვიზიტს აფასებს და აცხადებს, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური დატვირთვა აქვს.

„საქართველოში ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს სხდომის ჩატარება პრაქტიკულ შედეგს არ იძლევა. ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო ხვალ ნატო-ში მიგვიღებენ. თუმცა, ეს სხდომა იმის გამოხატულებაა, რომ საქართველო ნატო-ს ძალიან ახლო პარტნიორია. ნატო-ს საბჭოს რომელი ქვეყანაში ჩატარება ნიშნავს, რომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი ამ ქვეყანას ახლო პარტნიორად განიხილავს და მასთან მიმართებაში შორსმიმავალი გეგმები აქვს. ნატო-ს ამდენი წარმომადგენელი ტყუილად არც ერთ ქვეყანაში არ ჩავა, თუ რაიმე ჟესტის გამოხატვა არ სურთ. მათ საქართველოში ჩამოსვლასა პოლიტიკური დატვირთვა გააჩნია. გარდა ამისა, ეს ფაქტი იმაზეც მიუთითებს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება“, - აცხადებს „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას გოგოლაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ნატო-ს ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მიმდინარე წლის 7-8 სექტემბერს საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო ეწვევა. დელეგაციას უხელმძღვანელებს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და დელეგაციაში იქნებიან ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩები.

ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში იქნება რიგით მეოთხე, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საბჭოს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ისტორიაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics