|
2016-09-07 13:18:41, 656 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე: ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება
„ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ მაღალი ხარისხის თანამშრომლობაზე, რომელიც ნატო-სთან გაგვაჩნია“, - ამის შესახებ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ზოგადად პარტნიორ სახელმწიფოებში მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს და საქართველო თანამშრომლობის მაღალი ხარისხით ძალიან ამაყობს. „ვამაყობთ, იმ მჭიდრო ურთიერთობებით, რომელიც გაგვაჩნია ქვეყანაში ერთი მხრივ დემოკრატიული რეფორმების, მეორე მხრივ თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების და ზოგადად ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში“, - აღნიშნა ბაქრაძემ. როგორც მინისტრმა განაცხადა, პირველი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან გაიმართება, რის შემდეგაც იქნება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. „ვიზიტის ფარგლებში იგეგემება შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან, ვიზიტს დაასრულებს შეხვედრა პრეზიდენტთან. იქნება შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. გენერალური მდივანი გამართავს ლექციას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის. ეს იქნება ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი. ასევე, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ მაღალ ინტერესზე, იმ მაღალი ხარისხის თანამშრომლობაზე, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ალიანსთან“, - განაცხადა მინისტრმა. ბაქრაძე დარწმუნებულია, რომ ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)