|
2016-09-07 12:30:51, 696 ნახვა
პოლიტიკა
რუსლან გაჯიევი და თამაზ ნავერიანი მოსახლეობას შეხვდნენ
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის 35-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რუსლან გაჯიევი წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად იგი მხარდამჭერებთან ერთად სოფელ ქეშალოში სასულიერო პირებსა და უხუცესებს შეხვდა. შეხვედრაზე რუსლან გაჯიევმა ამომრჩევლებს მისი პოლიტიკური ხედვები გააცნო. ამასთან, მმართველი პარტია, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სფეროში მიღწეულ შედეგებსა და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებზეც გაამახვილა. „ჩვენი რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე სოფლის მეურნეობა იქცა პრიორიტეტად. სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამებით ისარგებლა ათასობით ფერმერმა თუ გლეხმა“,-აღნიშნა რუსლან გაჯიევმა. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ახლოლალოსა და ზემო სარალის სოფლების მოსახლეობას შეხვდა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის 36-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თამაზ ნავერიანი. კანდიდატმა ამომრჩევლებთან შეხვედრისას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროგრამები და პროექტები შეაჯამა. ამასთან, მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემები მოისმინა და მათთან ერთად გადაჭრის გზებზე იმსჯელა. თამაზ ნავერიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის არსებული პოტენციალის რაციონალურად გამოყენებასა და ინვესტიციების მოზიდვაზე. ასევე, მუნიციპალიტეტში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემატიკასა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობაზე. (NS)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)