06:48 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-07 12:26:21, 638 ნახვა

პოლიტიკა
შოთა ხაბარელი მარტყოფის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული  საქართველოს“ სამგორის მე-13 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, შოთა ხაბარელი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სოფელ მარტყოფის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრა სიმბოლურად, სოფლის საჭიდაო მოედანზე გაიმართა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საუბრის დაწყებისას გულწრფელად აღნიშნა მისი საკმაოდ თბილი დამოკიდებულება ამ სოფლისადმი.

 „მთელი ჩემი ცხოვრება ფაქტობრივად  სპორტში გავატარე, ეს სოფელი არის სპორტული სოფელი, თქვენ გყავთ მსოფლიო ჩემპიონები, ევროპის ჩემპიონები, ოლიმპიური პრიზიორები, ამ სოფელს ყავდა უდიდესი პიროვნება, ბატონი ოთარი შინჯიკაშვილი, ეს ისტორიული სოფელი მე ძალიან მიყვარს“,-განაცხადა შოთა ხაბარელმა.

 შეხვედრაზე, რომელმაც დიალოგის რეჟიმში ჩაიარა,  დეპუტატობის კანდიდატი დეტალურად გაეცნო მოსახლეობის თხოვნებსა და პრობლემებს. შოთა ხაბარელმა ადგილობრივებს მოუწოდა, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებზე აუცილებლად მივიდნენ და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.

 მოსახლეობამ  შოთა ხაბარელს ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა.

(NS)

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics