08:27 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-07 09:44:26, 708 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერმა დავით ბაქრაძეს საარჩევნოდ მედიაცენტრის შექმნის ორგანიზება დაავალა

ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა გამჭვირვალე, ევროპული სტანდარტის არჩევნების ჩატარება, ამიტომ არჩევნების პერიოდში მედიაცენტრი შეიქმნება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდში მედიას კომფორტულად მუშაობის საშუალება მიეცეს.

„უმნიშვნელოვანესია წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების პერიოდშიც მედიას მივცეთ საშუალება, რათა კომფორტულად იმუშაონ და წინასაარჩევნო პროცესიც და არჩევნებიც კარგად გაშუქდეს. ამიტომ, მინდა ვთხოვო ევროინტეგრაციის მინისტრს, ბატონ დავით ბაქრაძეს, ორგანიზება გაუკეთოს ამ საკითხს, რათა ჟურნალისტებს, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს ჰქონდეთ მაქსიმალურად კარგი პირობები იმისთვის, რომ ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოში იმუშაონ“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს, სადაც მინისტრები 35 საკითხს განიხილავენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics