2016-09-06 22:27:16, 602 ნახვა
სპეციალური ანონსი
7 სექტემბრის სპეციალური ანონსი
7 სექტემბერს, 09:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.
7 სექტემბერს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტემპუსის ერთობლივი პროექტის "DIMTEGU-მულტილინგვურ მასწავლებელთა მომზადების პროგრამების შექმნა და დანერგვა საქართველოსა და უკრაინის უნივერსიტეტებში" შემაჯამებელი ღონისძიება "მულტილინგვური განათლება-გამოწვევები და პერსპექტივები" გაიმართება.
მის: ი.ჭავჭავაძის გამზ.#1, თსუ I კორპუსი, 107-ე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია
7 სექტემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში საერთაშორისო ფოტოფესტივალ „ოდესა/ბათუმი ფოტოდღეები 2016“ - ისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება.
7 სექტემბერს, 12:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი სამინისტროში ლიტვის რესპუბლიკის სოციალური დაცვისა და შრომის სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლებს.
7 სექტემბერს, 12:00 საათზე, "პირველის პრესკლუბში" "უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომრე ნიკოლოზ მჟავaნაძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: რა მიზანს ისახავს "ნაციონალური მოძრაობის" ფორსირებული შეტევა კახი კალაძეზე.
მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცანტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული
საკონტაქტო პირი ნინო რაზმაძე - 595 03 77 22
7 სექტემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ქუთაისის შენობაში საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
7 სექტემბერს, 13:00 საათზე, "მემარცხენე ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი არჩილ ბენიძე და პარტიის წარმომადგენლები ცესკოში საარჩევნო კოდექსის თანახმად 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის პარტიულ და მაჟორიტარ კანდიდათა სიას შეიტანენ.
საკონტაქტო პირი არჩილ ბენიძე - 599349988
7 სექტემბერს, 14:00 საათზე, კინო სახლში „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიცია“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს.
7 სექტემბერს, 14:00 საათზე, ახალციხეში, ორფოლოს სასროლეთზე მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2016"-ის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ღია კარის დღე გაიმართება. მედიის წარმომადგენლები ორფოლოს სასროლეთის შესასვლელთან 12:00 საათზე უნდა გამოცხადდნენ.
საკონტაქტო პირი გიორგი კაჭარავა - 577 39 39 13
7 სექტემბერს, 14:00 საათზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსანში ვიცე-პრემიერი/ენერგტიკის მინისტრი კახა კალაძე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რეაბილიტაციის მმართველი სუხლან ზუმბურიძე და საქართველოში „აზიის განვითარების ბანკის“ წარმომადგენელი Yesim Elhan-Kayalar ქვესადგურის „ქსანი 500/220/110 კვ“ რეაბილიტაციის პროექტის დასრულებისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიას დაესწრებიან.
საკონტაქტო პირი ელენე კერესელიძე - 598 251991
7 სექტემბერს, 14:30 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და ჩინეთის ადამიანური რესურსებისა და სოციალური უსაფრთხოების მინისტრი იან ვეიმინი თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს.
მის: აკ.წერეთლის გამზ.#144
საკონტაქტო პირი სოფო ჭუმბურიძე - 599 120009
7 სექტემბერს, 16:00 საათზე თბილისის მერიასთან გარემოვაჭრეთა აქცია გაიმართება.
საკონტაქტო პირი სოფო ძიგუა - 593 46 44 43
ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტის პროგრამა
10:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ მედია-ცენტრი ამუშავდება.
12:15 საათზე სასტუმროდან „რედისონ ბლუ ივერია“ მედიის წარმომადგენლების თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნატო-ს დელეგაციის ჩამოსვლის გასაშუქებლად გაემგზავრებიან (ტრანსპორტირება გათვალისწინებულია. სურვილის შემთხვევაში გვაცნობეთ წინასწარ);
12.30-13.30 საათამდე აკრედიტებული ჟურნალისტები აეროპორტში მედიისთვის განკუთვნილ ადგილზე განთავსდებიან.
14:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნატო-ს გენერალური მდივანი და ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს წევრები ჩამოვლენ (აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის ვიდეო და ფოტო კადრების გადაღების შესაძლებლობა მითითებული ადგილიდან);
14:15 საათზე მედიის წარმომადგენლების თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ გამგზავრებიან (ტრანსპორტირება გათვალისწინებულია);
14:35 საათზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან გიორგი კვირიკაშვილის ორმხრივი შეხვედრა გაიმართება, რომელიც მედიისთვის დახურულია. .
15:15 საათზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გახსნილი მედია-ცენტრიდან ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის გახსნის გადასაღებად ჯგუფი A- გავა;
15:30-17:00 საათზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება.
16:35 საათზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გახსნილი მედია-ცენტრიდან ჯგუფი B-ს ოფიციალური ფოტო სესიის გადასაღებად გადაადგილება მოხდება;
17:00-17:05 საათზე ოფიციალური ფოტო-სესია გაიმართება. (ფოტოს იღებს ჯგუფი B).
17:15-17:35 საათზე ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ერთობლივი პრეს-კონფერენცია გაიმართება.
17:15 საათზე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ახალ შენობას გახსნიან.
მის: კოტე აფხაზის ქ.N 1.
18:55 საათზე სასტუმრო „Rooms Hotel” საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიასა და ნატოს გენერალური მდივანის იენს სტოლტენბერგის შეხვედრა გაიმართება, რომელიც მედიისთვის დახურულია.
მის: მერაბ კოსტავას ქ. N14
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან