|
2016-09-06 21:31:59, 797 ნახვა
საზოგადოება
მღებრიშვილი: ძალადობის ნებისმიერი გამოვლენა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს
ძალადობის ნებისმიერი გამოვლენა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ბოლოდროინდელ კრიმინალურ ფაქტებთან დაკვშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "ჩვენ წინ მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ჩვენ უნდა შევძლოთ მოახლოებული არჩევნების სამართლიან, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება. მესმის, რომ წინასაარჩვენო კამპანიის პოლიტიკური ვნებათაღელვა პიკს აღწევს, მაგრამ როგორც შს მინისტრი, მივმართავ ყველა მხარეს, ნუ ცდილობენ ამ პოლიტიკურ ბატალიებში საკუთარი პოლიციელების ჩარევას, ვერავინ მოახერხებს მათ დისკრედიტირებას",-აღნიშნა შს მინისტრმა. მისივე თქმით, შსს-ს მთელი შემადგენლობა არ დაუშვებს პროვოკაციის მცდელობას. "პოლიცია არის აპოლიტიკური უწყება. ხაზგასმით ვაცხადებ, პირადად მე და შსს მთელი შემადგენლობა არ დავუშვებთ პროვოკაციის მცდელობას, ძალადობის ნებისმიერი გამოვლენა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს. შს სამინისტრო იმოქმედებს კანონის სრული დაცვით. ჩვენ ვაგრძლებთ დაუნდობელ ბრძოლას სამართალდარღვევების და კრიმინალების წინააღმდეგ. ეს არის ბრძოლა თქვენი და თქვენი ოჯახებისთვის და ამ ბრძოლაში პოლიცია უკომპრომისო იქნება", - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)