03:30 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-06 19:12:35, 1232 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილის ტრანსპორტის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივით ტრანსპორტის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სატვირთო გადაზიდვების სფეროში მოქმედი სატრანსპორტო კომპანიების და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის ერთობლივი დიალოგის გამართვა. შეხვედრაზე იმსჯელეს კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესების შესახებ, ასევე მოხდა იმ პრობლემატური საკითხების იდენტიფიცირება, რომელთა გადაჭრაც ხელს შეუწყობს სატრანსპორტო კომპანიების საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას.

შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მიმოიხილა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ტრანსპორტის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს და აქტივობებს. 

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ტრანსპორტის და ლოგისტიკის სექტორს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა სჭირდება. მისი თქმით, აუცილებელია საქართველოში ლოგისტიკური ცენტრების განვითარება, რათა საქართველოში დამატებითი ღირებულება შეიქმნას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სრულად იყოს გამოყენებული ის პოტენციალი, რომელიც საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას, გააჩნია.

აღინიშნა, რომ საქართველოს გადამზიდავი კომპანიების ავტოსატრანსპორტო პარკი საკმაოდ მოძველებულია, მისი განახლებისთვის კი წვდომა ფინანსურ რესურსებთან საკმაოდ შეზღუდულია. აღნიშნული სექტორისთვის არ არსებობს იაფი საკრედიტო დაფინანსება, მოძველებული ავტოპარკი კი, კომპანიების წარმომადგენელთა მოსაზრებით, ერთ-ერთი გარემოებაა, რომლის გამოც მათ უჭირთ კონკურენციის გაწევა უცხოურ გადამზიდავ კომპანიებთან.   

გადაწყდა, რომ სამუშაო შეხვედრები ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენლებთან მომავალშიც გაიმართება. დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივით შეიქმნება საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკის განვითარების ხელშემწყობი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ხელს შეუწყობს სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და დარგში არსებული გამოწვევების ერთიანი ხედვით გადაჭრას. 

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ქართველი გადამზიდავებისთვის უცხოურ ბაზრებზე თავისუფალი შეღწევადობის ხელშეწყობის საკითხზე და    გაიმართა დისკუსია კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის ტრანსპორტის სფეროში არსებული მდგომარეობისა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.

შეხვედრას ესწრებოდნენ ტრანსპორტის სფეროში მოქმედი სახელმწიფო უწყებების, სატრანსპორტო ასოციაციების, ლოგისტიკური ცენტრების, საწყობების, საზღვაო ნავსადგურების და ტერმინალების, საზღვაო ხაზების, საბორნე კომპანიების, სატვირთო ავია გადამზიდველების და ტერმინალების, საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავების და ექსპედიტორების წარმომადგენლები.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics