|
2016-09-06 16:50:31, 772 ნახვა
საზოგადოება
14 დევნილ ოჯახს თბილისში ბინა გადაეცა
14 დევნილი ოჯახი თბილისში, გახოკიძის ქ.N62-ში მდებარე ახალაშენებულ კორპუსში ბინის მესაკუთრე გახდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა დევნილ ოჯახებს გასაღებები გადასცეს და ახალი ბინები მათთან ერთად დაათვალიერეს. აღნიშნული ოჯახები წლების განმავლობაში ყაზბეგის ქ. 34-ში კერძო კომპანიის საკუთრებაში არსებულ შენობაში ცხოვრობდნენ. სამინისტროსა და კერძო მესაკუთრეს შორის მოლაპარაკების შედეგად, დევნილები თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ კორპუსში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ, რომლებიც მათ საკუთრებაში გადაეცემათ. დევნილთა და განსახლების მინისტრის განცხადებით, ეს არის სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის წარმატებული მაგალითი. „ეს არის ძალიან კარგი მაგალითი სახელმწიფოსა და კერძო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის. დევნილი ოჯახები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ უმძიმეს პირობებში ყაზბეგის გამზირზე, სადაც იგეგმება 7-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელება. ჩვენ შევთანხმდით ინვესტორთან და დევნილი ოჯახებისთვის ბინების შესყიდვა თანადაფინანსებით განხორციელდა - 50% სამინისტრომ, ხოლო 50% შპს „4 კენმა“ დაფარა. დევნილები თავიდანვე იყვნენ ჩართულები ბინების შერჩევის პროცესში, როგორი უნდა ყოფილიყო ოთახების განლაგება, რა ფერად შეეღებათ კედლები და ასე შემდეგ, ბუნებრივია იმ თანხის ფარგლებში რაც იყო გამოყოფილი. ყაზბეგის გამზირზე არსებული შენობის ნახევარი, რომელიც ავარიული იყო შარშან დავცალეთ, დევნილი ოჯახების ნაწილი კი წელს გადმოვიყვანეთ ახალ ბინებში. ჩვენ მუდმივად ვაგრძელებთ თანამშრომლობას ასეთ კომპანიებთან, რომლებსაც აქვთ ინვესტიციების განხორციელების სურვილი და მთლიანობაში წელს თბილისში საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობის ფარგლებში ახალ ბინებში გადაყვანილია 40-მდე დევნილი ოჯახი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა დევნილი ოჯახებისთვის ბინები სამშენებლო კომპანია „ტეტრისის“ მიერ ახალაშენებულ კორპუსში იქნა შესყიდული. (NS)
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)