|
2016-09-06 16:11:07, 1130 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ბიზნესს ნდობისთვის მადლობას უცხადებს
როგორც ეკონომიკის მინისტრმა მინდა მადლობა გადავუხადო ბიზნესს ნდობისათვის და შექმნილი სამუშაო ადგილებისთვის, – განაცხადა პირველმა ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 6 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე. მან სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ბიზნეს–სტატისტიკა, მათ შორის, დასაქმების მაჩვენებლები შეაჯამა. ოფიციალური სტატისტიკით, დასაქმებულთა ზრდა 2016 წლის მეორე კვარტალშიც გაგრძელდა. ამ პერიოდში ბიზნეს სექტორში 32.5 ათასი ადამიანით მეტი დასაქმდა (5.7 პროცენტიანი ზრდა), ვიდრე ეს იყო გასული წლის იმავე პერიოდში. სულ დასაქმებულთა რაოდენობამ 601 ათასი პირი შეადგინა. დიმიტრი ქუმსიშვილმა ბრიფინგის დასასრულს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ბიზნესს გამოცხადებული ნდობისთვის და პირადად მისი, როგორც ეკონომიკის მინისტრისა და მთლიანად საქართველოს მთავრობის სახელით.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)