06:25 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-06 16:08:14, 654 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრი შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მზარდი  პოტენციალი განიხილეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობა.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა  მიხეილ ჯანელიძემ შეხვდა გამართა შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარესთან კრისტა მარკვალდერთან, რომელიც საქართველოში 2016 წლის 6-7 სექტემბერს სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
 
შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოს და შვეიცარიის კონფედერაციას შორის  აქტიური  თანამშრომლობა,  როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ ფორმატებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობას, საქართველოს რეგიონებსა და შვეიცარიის კანტონებს შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო, პარტნიორულ ურთიერთობებს, ასევე, საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის ხელმოწერილი შეთანხმების მნიშვნელობას.
 
„ჩვენ ახალ დონეზე გადავიყვანეთ ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ქვეყნებს შორის მოქმედებს საინვესტიციო შეთანხმება, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს მზაობას, იყოს  სანდო პარტნიორი ინვესტიციების და საკუთრების დაცვის სფეროში შვეიცარიის მხრიდან შემოდის მნიშვნელოვანი ინვესტიციები სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის სფეროში და ბევრი სხვა მიმართულებით.  ასევე ვავითარებთ ექსპორტს შვეიცარიის ბაზარზე"- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
           
კრისტა მარკვალდერმა, თავის მხრივ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA) გაფორმებული ხელშეკრულება საგრძნობლად შეუწყობს ხელს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცებას, როგორც შვეიცარიასთან, ისე ხელშეკრულების სხვა მხარეებთან.
 
მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე,  საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე. მიხეილ ჯანელიძემ მადლიერება გამოხატა შვეიცარიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში მედიატორობისთვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics