05:38 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-06 15:16:22, 760 ნახვა

პოლიტიკა
სოსო ცინცაძე: ეს არის კუდმოკვეთილი ვიზალიბერალიზაცია

ექსპერტს პოლიტიკის საკითხებში სოსო ცინცაძეს მიაჩნია, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით წარმატების ზედმეტად შეფასება სწორი არ იქნება, რადგან შესაძლებლობების მატერიალიზაციის საკითხიც დგება - ფინანსური კუთხით რამდენ ადამიანს შეეძლება ამ სიკეთით სარგებლობა.

„საქართველოსთვის ევროპარლამენტის მიერ ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერა დადებითი ფაქტია. რაც უფრო ბევრი მოქალაქე შეძლებს ბიუროკრატიული ბარიერის გარეშე ევროპაში წასვლას, მით უკეთესი იქნება. თუმცა, შესაძლებლობების მატერიალიზაციის საკითხიც დგება - ფინანსური კუთხით რამდენ ადამიანს შეეძლება ამ სიკეთით სარგებლობა. ევროპაში ჩასვლა თბილიდან მცხეთაში მგზავრობა არაა.  ამ ფაქტის არც შეუფასებლობა და არც მისი გადაფასება არაა სწორი.  ნებისმიერი ხელისუფლება „ოცნების“ ადგილას ვიზალიბერალიზაციის საკითში წარმატების მიღწევას წარმოაჩენდა, როგორც ევროპასთან ურთიერთობაში  დიდ გარღვევას. ეს კუდმოკვეთილი ვიზალიბერალიზაციაა - განსაზღვრული გაქვს ევროპაში ყოფნის კონკრეტული დღეები.  ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს, ევროპაში წასვლის წინ, უნდა ქონდეს ყველა ის საბუთი, რაც აქამდე ჭირდებოდა. მესაზღვრე ოფიცერს კვლავ ექნება უფლება, რომ საბუთები მოითხოვს. ვიზალიბერალიზაცია არ გულისხმობს, რომ საზღვრები აღარ არის. არ იქნება ისე, რომ გერმანიაში მატარებელში ჩაჯდები და დილას საფრანგეთში გაიღვიძებ. თუმცა, თავისთავად, საქართველო სწორი მიამრთულებით მიდის“, - განაცხადა „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას ცინცაძემ.

შეგახსენებთ, რომევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა. საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას კომიტეტის 44 წევრმა მისცა ხმა, წინააღმდეგი ხუთი იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics