|
2016-09-06 14:11:37, 769 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენი დღის წესრიგი, ნათლად არის განსაზღვრული - ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია
საქართველო არის ქვეყანა, რომელიც დიდად არის დაინტერესებული, რომ რეგიონში სტაბილურობა შენარჩუდენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე - "ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. „გარემო გამოწვევებით არის სავსე. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ დემოკრატია განვითარდეს ჩვენს სამეზობლოში. ჩვენ გვაქვს საკუთარი დღის წესრიგი, რომელიც ნათლად არის განსაზღვრული - ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის ამ გზაზე და ახორციელებს ყველაფერს, რაც მოცემულია ჩვენს მთავარ დოკუმენტში, ასოცირების შესახებ შეთანებაში. ჩვენ ჩვენი კანონმდებლობის რეფორმებს ვახორციელევთ. მნიშვნელივანია, რომ ჩვენ განვახორციელოთ ის რეფორმები, რომლებიც გათვალისწინებულია თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაში“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, უსაფრთხოების საკითხები უმნიშვნელოვანესია საქართველოს განვითარებისა და ეცროტლანტიკური ინტეგრაციისთვის. „ეს არის ერთადერთი ფორმულა, რომ დამყარდრს მშვიდობა დიდი ხნის განმავლობაში და უზრუნველყოფილი იყოს დემოკრატიული განვითარება, იმ რეფორმების მდგრადობა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. ძალიან გვიხარია, რომ არსებითი პაკეტი კიდევ უფრო გაფართოვდა ვარშავის სამიტის შემდეგ. ეს უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და სამხედრო შესაძლებლობების ამაღლებას, ასევე ნატო-ს ჩართულობას“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)