|
2016-09-06 14:10:47, 775 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: ივანიშვილის პოტენციური პარტნიორი უფრო „პატრიოტთა ალიანსია“, ვიდრე - „რესპუბლიკელები“
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი "რესპუბლიკურ პარტიასთან" დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის ბოლო დროინდელ განცხადებას გამოეხმაურა. უსუფაშვილის თქმით, ის წუხს, რომ ივანიშვილმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 2011-2012 წლებთან შედარებით სხვა პროექტი წარმოადგინა. უსუფაშვილის განმარტებით, ამ სხვა პროექტში ივანიშვილის პოტენციური პარტნიორი უფრო "პატრიოტთა ალიანსია", ვიდრე "რესპუბლიკური პარტია" ან "თავისუფალი დემოკრატები". "ივანიშვილი პოლიტიკური პარტიის კამპანიაშია ჩართული. კამპანიის დროს პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს ვაკრიტიკებთ და ამ კრიტიკაში ჩვენს განზრახულობებსაც ვავლენთ ხოლმე. "რესპუბლიკელებს" ივანიშვილმა აღმოგვიჩინა ის პრობლემა, რომ თურმე ჩვენ ჭავჭავაძეს ცუდ კაცად ვთვლით. ვწუხვარ, რომ აქამდე დავიდა ეს კრიტიკა. ეს არაა კარგი. "რესპუბლიკელებმა" ვაკეთეთ რაც შეგვეძლო ქვეყნის სასიკეთოდ. ჩვენი არჩევანი უცვლელია. ვართ მზად, დემოკრატიულ, პროდასავლურ ძალებთან მჭიდრო ურთიერთობისთვის. თუ ივანიშვილი სხვანაირად უყურებს მოვლენებს, ეს მისი უფლებაა. ცუდია, რომ ის ჩვენი პროექტი, რომელიც გულისხმობდა კოალიცია "ქართული ოცნების" დემოკრატიული კუთხით გაძლიერებას, ამ პროექტზე მან უარი ტქვა. დანარჩენი არჩევნებზე გამოჩნდება", - განაცხადა უსუფაშვილმა.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)