|
2016-09-06 13:00:47, 990 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ბერძენიშვილი: იმედია, ვიზალიბერალიზაცია შეჩერების მექანიზმის ამოქმედებამდე მოგვენიჭება
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის გუშინდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციის მინიჭება ქვეყანაში არსებულ დემოკრატიულ პროცესებზე არაა დამოკიდებული. როგორც ბერძენიშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ევროპარლამენტს ამ ეტაპზე ქვეყნებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი არ აქვს. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია ასეთი მექანიზმის შექმნამდე მიენიჭება. „გუშინ სამი კენჭისყრა იყო, ესაა უკრაინა, საქართველო და კოსოვო. ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას სამივე შემთხვევაში უმრავლესობით დაუჭირეს მხარი. არ მგონია, აქ საუბარი იყოს იმაზე, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხის სხდომაზე გასვლა ქვეყანაში არსებული დემოკრატიული მდგომარეობით იყოს განპირობებული. ჩვენ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა ეტაპი შევასრულეთ. ევროპარლამენტის 51 წევრიდან 43 დაგვიჭირა მხარი, 5 იყო წინააღმდეგი და 3-მა წევრმა თავი შეიკავა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფარული კენჭისყრაა, ზუსტად ვიცი ვინ დაგვიჭირა მხარი და ვინ არა. იმიტომ, რომ ყველასთან გვქონდა საუბრები და შეხვედრები. გარდა იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ მასზე დაკისრებული ვალდებულებები შეასრულა, საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე - სამივე დავდიოდით და კომიტეტის ყველა წევრის აზრი ვიცოდით. ზოგიერთი წევრი გამდოვიბირეთ, ზოგიერთი ვერ გადმოვიბირეთ. მთლიანობაში, ეს არის პროცესის დასასრულის დასაწყისი - კენჭისყრამდე პირველად მივიდა საქმე. ამის შემდეგ ევროპარლამენტში პლენარული სესია რჩება, სადაც სრულიად ნათელია, რომ აუცილებლად, ევროპარლამენტი კომიტეტის გადაწყვეტილებას დაეთანხმება. პრობლემა გახლავთ ის, რომ ევროკავშირის საბჭოში გადაწყვეტილება მიიღება მანამ, სანამ მათ შეჩერების მექანიზმი აქვთ თუ მის მერე. იმედია, ვიზალიბერალიზაცია შეჩერების მექანიზმის ამოქმედებამდე მოგვენიჭება“, - აცხადებს ბერძენიშვილი. შეგახსენებთ, რომევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა. საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას კომიტეტის 44 წევრმა მისცა ხმა, წინააღმდეგი ხუთი იყო.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)