2016-09-06 12:21:59, 659 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე: მთავრობა პროდასავლურ ძალებს ებრძვის და პრორუსულს უჭერს მხარს
„ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დავით ბაქრაძემ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე რუსულ პროპაგანდაზე ისაუბრა.
ბაქრაძის თქმით, მთავრობა იბრძვის პროდასავლური ძალების წინააღმდეგ და პრორუსულ ძალებს უჭერს მხარს. მაგალითისთვის, ბაქრაძის თქმით, ივანიშვილი მხარს უჭერს „რუსულ ქსენოფობიურ "პატრიოტთა ალიანსს".
მისივე მტკიცებით, ასავალ- დასავალი ქსენოფობიური გაზეთია, რომელსაც ივანიშვილი ასევე მხარს უჭერს, პროდასავლურ " რუსთავი2"-ს კი, უპირისპირდება:
"სახელმწიფო ირიბად აფინანსებს რუსულ ქსენოფობიურ მედია საშუალებებს.მთავრობა უპირისპირდება პროდასავლურ " რუსთავი2"- ს.ივანიშვილი მხარს უჭერს ქსენოგობიურ პარტიას " პატრიოტთა ალიანსს",- აღნიშნა ბაქრაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან