01:46 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-06 11:25:50, 1058 ნახვა

ეკონომიკა
„ვისოლ ჯგუფის“ გორის “დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი“ მსოფლიოს საუკეთესო დიზაინის მქონე ავტოგასამართი სადგურების სამეულში მოხვდა

„ვისოლ ჯგუფის“ გორის „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი“ ბრიტანულმა გამოცემა „ტელეგრაფმა“ მსოფლიოს საუკეთესო დიზაინის მქონე ავტოგასამართი სადგურების  სამეულში შეიყვანა.

მსოფლიოს 200 ბენზინგასამართი სადგურიდან საუკეთესოები დიზაინის, ინოვაციებისა და გარემოსთან სტრუქტურული კავშირის გათვალისწინებით შეირჩა. პირველ და მეორე ადგილებზე ამერიკასა და ბელგიაში მდებარე ავტოგასამართი სადგურები დასახელდა.

„ვისოლ ჯგუფის“ „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი“ მულტიფუნქციურია და „ვისოლის“ ავტო და გაზგასამართი სადგურების გარდა მომსახურების სხვა ობიექტებსაც მოიცავს.  კომპლექსის შემადგენელი ნაწილებია „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნები, „ვიანორის“ ავტომომსახურების ცენტრი,  სუპერმარკეტი “სმარტი” პროდუქტების ფართო არჩევანით და  “სმარტ კაფე” უგემრიელესი საკონდიტრო ნაწარმით. აქვე განთავსებულია სოფლის მეურნეობის პროდუქტების სავაჭრო კუთხეც. კომპლექსის ტერიტორიაზე გამოყოფილია სატვირთო მანქანების, ავტობუსებისა და მსუბუქი მანქანების პარკირების ზონაც.

„“ვისოლ ჯგუფისათვის“ განსაკუთრებულად საამაყოა ისეთი პოპულარული საერთაშორისო გამოცემის აღიარება, როგორიც ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფია“, ჩქაროსნულ მაგისტრალზე „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი“ „ვისოლ ჯგუფის“ ყველაზე მსხვილი და ამავდროულად უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია. საქართველო დღითიდღე უფრო საინტერესო ხდება უცხოელი ტურისტებისათვის და გადამზიდავი კომპანიებისათვის.  ასეთი კომპლექსის არსებობა კი, სადაც მულტინაციონალური ბრენდებია წარმოდგენილი და ყველა საჭირო მომსახურების მიღება ერთ სივრცეშია შესაძლებელი, მათ მოგზაურობას საქართველოში და საქართველოს გავლით შეუდარებლად უფრო კომფორტულს ხდის. „ტელეგრაფის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია „ვისოლ ჯგუფის“ „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის“ შესახებ კი საქართველოს კიდევ უფრო მიმზიდველს და საინტერესოს გახდის“, - აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.   

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics