|
2016-09-06 10:03:39, 758 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: ჩვენ გაცილებით უფრო ორგანიზებული ვართ თანამშრომლობის საკითხში, ვიდრე - ევროკავშირი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო კონფერენციის „ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიაში მონაწილეობს. გიორგი მარგველაშვილს კითხვა დაუსვეს, კმაყოფილია თუ არა საქართველოსთან ევროპის ურთიერთობით, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „საქართველო გაცილებით უფრო ორგანიზებულია ამ თანამშრომლობის საკითხში, ვიდრე მთლიანად ევროკავშირი“. მარგველაშვილის განმარტებით, საქართველომ ევროკომისიის მიერ მიცემული ყველა დავალება შეასრულა და ხელისუფლებამ განხორციელებული ღონისძიებების გამო ქებას იმსახურებს. „ჩვენ ვართ გაცილებით უფრო ორგანიზებული ამ თანამშრომლობის საკითხში, ვიდრე მთლიანად ევროკავშირი. საშინაო დავალება კარგად შევასრულეთ. ქებას ვიმსახურებთ იმ ღონისძიებებისთვის, რაც მთავრობამ განახორციელა. ვაჩვენეთ, რომ ევროპულ ფასეულობებს ვიზიარებთ. თვითონ ევროკავშირშია გამოწვევები, აქვთ საკითხები, რომლებზეც ნათელი პასუხები არ არის გაცემული. ამიტომაა გადადებული ზოგიერთი საკითხი. მჯერა, ევროპული ინტეგრაცია მიღწეული იქნება. ჩვენ ძალიან დამაჯერებლად ვმოქმედებთ და ერთიანი ვართ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)