|
2016-09-06 10:00:12, 755 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე LIBE-ს გადაწყვეტილებაზე: ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მხარდაჭერა ყველა ინსტიტუციისგან
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძეს განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ საქართველო სავიზო ლიბერალიზაციას უახლოს მომავალში მიიღებს. მინისტრის განმარტებით, საქართველოს ამ პროცესში ყველა ინსტიტუციისგან პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს. ”მნიშვნელოვანია, რომ ეს მრავალპარტიულად იყო მხარდაჭერილი. მას პრაქტიკულად ყველა ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიამ დაუჭირა მხარი. ეს არის სწორედ მნიშვნელოვანი მუშაობის შედეგი როგორც წინასწარ, სამოქმედო გეგმაზე, ასევე შემდგომ ევროპარლამენტარებთან და საბჭოსა და კომისიაში. ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მხარდაჭერა ყველა ინსტიტუციისგან. ამიტომ, იმედი გვაქვს უახლოეს მომავალში ეს სარგებელი ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს მოსახლეობისთვის”, - განაცხადა ბაქრაძემ. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი გუშინ დაუჭირა. საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას კომიტეტის 44 წევრმა მისცა ხმა, წინააღმდეგი 5 იყო.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)