2016-09-05 19:35:09, 880 ნახვა
პოლიტიკა
ლიბეს კომიტეტში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კენჭისყრა დაიწყო
ევროპარლამენტის ლიბეს კომიტეტი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კენჭისყრა დაიწყო.
იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში საკითხს მხარდაჭრა ექნება, პროცესი შემდეგ ეტაპზე გადაინაცვლებს.
„იქიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, რამდენად პოზიტიური იყო პირველი მოსმენა, შესაბამისად ჩემი მოლოდინიც არის კარგი. მგონია, კენჭისყრა კარგად ჩაივლის. ძალიან რთულია ამ პროცესში საუბარი ვადებზე, იმიტომ, რომ არ არსებობს წინასწარ გაწერილი განრიგი და განრიგი დგება თითოეული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ,“- განაცხადა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიასა და ლუქსემბურგში, მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირში, ნატალია საბანაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან