|
2016-09-05 16:51:44, 1050 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი მხეიძე:ადამიანების ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და უსაფრთხოება იყო, არის და იქნება „ქართული ოცნების“ ძირითადი მიზანი
"ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის 48-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, დიმიტრი მხეიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას ხვდება. ამჯერად იგი დია ჩიანელისა და ავალიანის ქუჩების, ასევე გუმათის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა. მოქალაქეების ძირითადი დაინტერესების საგანი სოციალური საკითხები, ეკონომიკა და სამედიცინო დაზღვევის პროგრამები იყო. "ადამიანების ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და უსაფრთხოება იყო, არის და იქნება „ქართული ოცნების“ ძირითადი მიზანი. მე, როგორც ექიმი, კარგად ვიცნობ სამედიცინო სფეროში არსებულ გამოწვევებს და გპირდებით, მომავალში ეს სერვისი კიდევ უფრო მოხერხებული იქნება თქვენთვის",-განაცხადა დიმიტრი მხეიძემ. "ქართული ოცნების" პრესსამსახურის ინფორმაციით, თავის მხრივ, მოსახლეობამ დაადასტურა, რომ საყოველთაო ჯანდაცვამ საავადმყოფოების სერვისებით სარგებლობა ხელმისაწვდომი გახადა. ავალიანის ქუჩის მაცხოვრებლებმა კი დადებითად შეაფასეს ბოლო წლებში დასახლების კომუნალური სერვისების: გზების კეთილმოწყობა, წყლისა და გაზის სისტემების რეაბილიტაცია. (NS)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)