|
2016-09-05 16:33:01, 861 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა სამართლის საზაფხულო სკოლა გახსნა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ სამართლის საზაფხულო სკოლა გახსნა. პროექტი იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში ჩატარდება. მისი მიზანია მაღალმთიან რეგიონებსა და სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების მხარდაჭერა, მათში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება. პროექტის გახსნას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი ირაკლი ხელაძე დაესწრო, რომელმაც ახალგაზრდებს სამართლის სკოლაში ჩართვა მიულოცა და საინტერესო და ნაყოფიერი დღეების გატარება უსურვა. პროექტისთვის, ქვეყნის მასშტაბით, მაღალმთიან რეგიონებსა და სოფლად მცხოვრები 14-18 წლის 26 მოზარდი შეირჩა. მათ 5 დღის განმავლობაში შესაძლებლობა მიეცემათ, მოისმინონ სამართლებრივი ლექცია/სემინარები, ტრენინგები არაფორმალური განათლების მიმართულებით, დაესწრონ საზოგადოებისთვის ცნობილი და წარმატებული ადამიანების საჯარო ლექციებს, დასვან მათთვის საინტერესო კითხვები, ჩაერთონ დისკუსიაში და სხვა. თეორიული მასალის გარდა, დაგეგმილია გუნდური თამაშები, სახალისო სავარჯიშოები, ფილმების ჩვენება. საზაფხულო სკოლის მონაწილეებს ტრენინგები ჩაუტარდებათ შემდეგ თემატიკაზე: სამართლის არსი და ძირითადი მიმართულებები; საქართველოს კონსტიტუცია და დემოკრატია; ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები; ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი; სამოქალაქო სამართალი; სისხლის სამართალი; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება; დანაშაულის პრევენცია. საზაფხულო სკოლა 9 სექტემბერს დაიხურება და მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ. იუსტიციის სასწავლო ცენტრი ყვარელში წარმოადგენს სასწავლო ფუნქციის, თანამედრვე სტანდარტებისა და კომფორტული ინფრასტრუქტურის კომპლექსს, რომელიც სტუმრებს დროის საინტერესოდ და ნაყოფიერად გატარების საშუალებას აძლევს. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამები 16 ქალაქში ხორციელდება, რომელთა მიზანია არასრულწლოვნებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)