04:26 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-05 14:27:39, 1040 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: 200 000 კაცი ისევ „ნაციონალებს“ ელოდება - რა უნდათ, ისევ ცოცხები?

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ქვეყანას სწორად მართავს და ამ გზის გაგრძელების შემთხვევაში საქართველო ნატო-სა და ევროკავშირში აუცილებლად შევა.

„პარტია რომელსაც სახელმწიფოზე ზრუნვა შეუძლია, „ქართული ოცნებაა“. ქვეყანას პატრონი უნდა ყავდეს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ვერ მოვახერხეთ ისეთი მთავრობის მოყვანა, რომელიც ქვეყანაზე და ხალხზე იზრუნებდა. მე ზვიად გამსახურდიას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მართვა უნდა შეგეძლოს. როგორც იქნა, „ქართულმა ოცნებამ“, ეს შეძლო. ევროკავშირის ელჩს რომ ბოლოს შევხვდი მითხრა, რომ ევროპის ქვეყნებსაც კი შურთ საქართველოს სტაბილურობაო. კვირიკაშვილი საოცრად გამოცდილი და უპატიოსნესი კაცია. საოცრად განიცდის საერთო ფულის თითოეული თეთრის დაარჯვას. უსუფაშვილს მსგავსი თვისებები არ გააჩნია. ის სწორედ ჩვენი დახმარებით გადა პარლამენტის თავმჯდომარე და ამას გვამადლის, ხოლო კვირიკაშვილმა თითონ მიაღწია ყველაფერს. ქვეყნის პატრონი საზოგადოება უნდა იყოს და მან სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს. ძალიან გაერთო საზოგადოება და მესამე ძალას ეძებს. პოლიტოლოგები გამოდიან, რომელთა უმეტესობა ანალიზის აზრზე არ არის და ამბობენ, რომ მესამე ძალის შექმნის აუცილებლობაა. არჩევანი უნდა იყოს დიდი, მაგრამ „ოცნებას“ სერიოზული გადაცდომები არ ქონია. ეს არის იმის საფუძველი, რომ ევროკავშირში შევიდეთ და ნატო-ს წევრი ქვეყანა გავხდეთ. სირცხვილია, რომ 200 000 კაცი ისევ „ნაციონალებს“ ელოდება. რა უნდათ, ისევ ცოცხებს ელოდებიან?“, - განაცხადა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics