|
2016-09-05 13:53:05, 1889 ნახვა
მსოფლიო
დაღესტანში კონტრტერორისტული ოპერაციის დროს როსგვარდიის მებრძოლი დაიღუპა
დაღესტანში კონტრტერორისტული ოპერაციის დროს როსგვარდიის მებრძოლი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC ნაციონალური ანტიტერორისტული კომიტეტის საინფორმაციო ცენტრზე დაყრდნობით იუწყება. ცენტრის ცნობით, შეტაკების დროს კიდევ 2 სამხედრო დაშავდა. რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებით, სამართალდამცველებმა ორი ადამიანი მოკლეს, რომლებიც, გამოძიების მტკიცებით, “ბანდიტური ჯგუფის წევრები" იყვნენ და "ტერორისტული მიმართულების საქმიანობას ეწეოდნენ”. უწყების ცნობით, სოფელ სამურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში აღმოჩენილია მებრძოლების თავშესაფარი. შეტაკების ადგილზე სამართალდამცველებმა ავტომატი და საბრძოლო აღჭურვილობა აღმოაჩინეს. ცნობისთვის, დაღესტანის მაგარამკენტის რაიონში უკვე მეორე დღეა კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)