|
2016-09-05 13:37:45, 685 ნახვა
პოლიტიკა
გოჩა ენუქიძე: ახალგაზრდებს ისეთი პირობები შეექმნებათ, რომ ხშირად ჩამოვლენ მამა-პაპასთან
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე ლენტეხის რაიონის ცხრა სოფლის მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატი ამჯერად ჟახუნდერის, ლამფალაშის, ლეკოსანდის, ლემზაგორის, ლუჯის, შებეცის, სასაშის, ჩუკულისა და ხერიას სოფლების მაცხოვრებლებს სტუმრობდა. კანდიდატმა ინფრასტრუქტურულ საკითხებსა და სამომავლოდ ამ კუთხით დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. „ახალგაზრდებს ისეთი პირობები შეექმნებათ, რომ ხშირად ჩამოვლენ მამა-პაპასთან, არ მიატოვებენ კუთხეს, არ დაიცლება სოფლები. ყველა ძალას ვიხმართ, რომ ჩვენი ლენტეხი აღმშენებლობის გზას დაადგეს, სწრაფი განვითარებაა ჩვენი პრიორიტეტი. დაბრუნებული ახალგაზრდობა გაამრავლებს ამ მხარეს, მთაში ცხოვრება კომფორტული იქნება ქალაქელისთვისაც. ამ ეკოლოგიურად სუფთა მხარეში ბევრი თანამედროვე სახლი, სასტუმრო და საწარმო გაჩნდება, სადაც დასაქმდება ხალხი, შეიქმნება დოვლათი და ადამიანები შეძლებენ სრულფასოვან ყოფას“, -განაცხადა ენუქიძემ. ამასთან, გოჩა ენუქიძემ სოფელ სასაში, გმირ ემზარ ონიანის საფლავს პატივი მიაგო. “საქართველოს გადაარჩენს ასეთი გმირები, მათ პატივი უნდა მიაგოს თითოეულმა ჩვენთაგანმა. ასეთი გმირების მხრებზე დგას ჩვენი ქვეყანა, სწორედ მათ მოგვიყვანეს აქამდე. მადლობა ჩვენს გმირებს! მადლობა ემზარ ონიანს მისი ღვაწლისათვის, იმ თავგანწირვისთვის, ბევრი სხვა ვაჟკაცი რომ იხსნა ბრმა ტყვიისაგან“,- განაცხადა გოჩა ენუქიძემ. (NS)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)