22:41 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-11 11:08:21, 731 ნახვა

ეკონომიკა
"ელიტ ელექტრონიქსისა" და "ბოშის" ერთობლივი პროექტი დღეიდან იწყება

„ელიტ ელექტრონიქსისა“ და „ბოშის“ ერთობლივი პროექტი - „ჩაანაცვლე ძველი ტექნიკა ახლით და მიიღე ნაღდი ფული 300 ლარამდე“ საქართველოში დღეიდან იწყება. 

მხოლოდ „ელიტ ელექტრონიქსის“  ქსელში შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ აქციით, რომელსაც ბოში სთავაზობს საქართველოს მოსახლეობას.

„ელიტ ელექტრონიქსის“ ამ ორიგინალურ აქციაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა: მხოლოდ სურვილი შეცვალოთ ძველი ტექნიკა ახლით, ძველი ტექნიკის ფოტო და პირადობის მოწმობა. 

აქცია ვრცელდება მხოლოდ პირველადი საჭიროების და მოთხოვნის ტექნიკაზე, რომელიც აუცილებელია იყოს ყველა ოჯახში. ჩვენი მიზანია ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს საუკეთესო ხარისხის ბოშის ტექნიკა.

თუ თქვენ უკვე გაქვთ ძველი სარეცხი მანქანა, მაცივარი ან გაზქურა, შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ახალი პროდუქტით „ელიტ ელექტრონიქსში“. არსებული პროექტის ფარგლებში თქვენ არ მოგიწევთ ძველი სარეცხი მანქანის დაბრუნება, უბრალოდ საჭიროა, რომ წარადგინოთ ძველი სარეცხი მანქანის დამადასტურებელი რაიმე საბუთი, თუნდაც მისი ფოტოსურათი და თქვენ სანაცვლოდ გადმოგეცემათ ნაღდი ფული 300 ლარამდე „ელიტ ელექტრონიქსისგან“ და ბოშისგან.

იმ შემთხვევაში თუ გსურთ შეიძინოთ პროდუქტი, ბოშისგან იღებთ ქეშ-ბექს, მაგალითად თუ შეიძენთ სარეცხი მანქანას რომელიც ღირს 1550 ლარი, თქვენ მიიღებთ 200 ლარს უკან. ეს ყველაფერი მოქმედებს საბანკო განვადების ან საკრედიტო ბარათით შეძენის შემთხვევაშიც.

ეს არის ბოშის მიერ დაფინანსებული პროექტი საქართველოში არსებული მდგომარეობის პირობებში მომხმარებლებისადმი ლოიალურობის გამოხატვის მიზნით. ეს არის უპრეცედენტო აქცია, რომლის ანალოგი არ არსებობს და სპეციალურად მხოლოდ საქართველოში ახორციელებს ჩვენი პარტნიორი კომპანია.

აქცია მოქმედებს შეზღუდული დროით. აქცია მოქმედებს მთელი საქართველოს მასშტაბით ელიტ ელექტრონიქსის ყველა ფილიალში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics