|
2016-09-04 14:08:45, 836 ნახვა
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი და ირაკლი სესიაშვილი მოსახლეობას შეხვდნენ
,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ლაგოდეხსა და ყვარელში, გურამ მაჭარაშვილი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების-განჯალა,უზუნთალა, ყარაჯალა, მაწიმი და ქალაქ ლაგოდეხში, კავკასიონის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატმა მათთან შეხვედრისას ბოსტნეული კულტურის ექსპორტისა და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაზე ისაუბრა. მისივე თქმით, უკვე მიმდინარეობს მუშაობა უცხოელ ბიზნესმენებთან ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციის საკითხებზე, რაც ადგილობრივებს მეტ შემოსავალსა და კეთილდღეობას მოუტანს. ამომრჩევლებთან შეხვედრას განაგრძობს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თელავსა და ყვარელში, ირაკლი სესიაშვილი. ამჯერად იგი კისისხევის N21 და N53 საარჩევნო უბნის ამომრჩეველს შეხვდა. ირაკლი სესიაშვილმა შეკრებილ მოსახლეობასთან განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ პროგრამებზე, რთველთან დაკავშირებულ საკითხებზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, სოფლის მეურნეობაში არსებულ პროექტებზე, პროფესიულ განათლებასა და სხვა აქტუალურ თემებზე ისაუბრა. "სულ მალე თქვენ შეგეძლებათ ადგილობრივი წარმოების ტრაქტორების შეძენა სახელმწიფოს თანადაფინანსებით და შეღავათიან ფასად. წელსვე დაიწყება შხამქიმიკატების ხარისხის მონიტორინგიც, ყოველივე კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებს სოფლის მეურნეობისგან თქვენთვის მიღებულ სარგებელს ",- განახაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა. (NS)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)