|
2016-09-03 17:34:13, 793 ნახვა
პოლიტიკა
სომხეთის საელჩო სერჟ სარგსიანისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლის შეხვედრას არ ადასტურებს
საქართველოში სომხეთის საელჩო აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგელების სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, სომხეთი საქართველოს პოზიციას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ყოველთვის ითვალისწინებდა და ამ პოლიტიკას უცვლელად განაგრძობს. „ექსპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "სომხეთი ყოველთვის ითვალისწინებდა საქართველოს პოზიციას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით და ამ პოლიტიკას უცვლელად განაგრძობს. სტეფანაკერტში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და ბატონ კან ტანიას შორის შესაძლო შეხვედრის შესახებ, მითუმეტეს, საუბრისა და მოლაპარაკებების შესახებ მედიით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება", - ნათქვამია სომხეთის საელჩოს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაცია არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში საზეიმო ღონისძიებას სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან ერთად დაესწრო. შესაბამისი ინფორმაცია და ფოტო აფხაზეთის ე.წ.საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კან ტანიამ გაავრცელა.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)