|
2016-09-03 15:43:22, 799 ნახვა
პოლიტიკა
ოთო კახიძე: არსებობს ეჭვი, რომ „იმედის“ კვლევის დამკვეთი ხელისუფლებაა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ოთო კახიძის განცხადებით, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევა ნათლად აჩვენებს, რომ ხელისუფლებას ხალხის მანდატი აღარ გააჩნია. „მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობისთვის ამ ტელევიზიის მმართველი გუნდისადმი სიმპატიები ცნობილია, „იმედის“ კვლევაშიც კი „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის 32%-ზე მეტი არ უჭერს მხარს. ეს კვლევაც მეტყველებს, რომ ხელისუფლებას ხალხის მანდატი აღარ აქვს და რეალური შედეგი 8 ოქტომბერს გახდება ცნობილი. ჩემთვის უცნობია თუ ვინ ჩაატარა კვლევა და არსებობს ეჭვი, რომ „იმედის“ კვლევის დამკვეთი ხელისუფლებაა. თუმცა, ხელისუფლების დაკვეთისა და „იმედის“ მიერ გაჟღერებული კვლევითაც კი, „ოცნებაც“ 32%-ზე მეტი ამომრჩეველილ არ ყავს“, - განუცხადა კახიძემ „ექსპრესნიუსს“. შეგასენებთ, რომ ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით, ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 58% არჩევნებზე მისვლას აპირებს. კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 32% მხარს "ქართულ ოცნებას" უჭერს. "ნაციონალურ მოძრაობას" კი 16%. "თავისუფალ დემოკრატებსა" და "ლეიბორისტულ პარტიას" მხარს გამოკითხულთა 4-4% პროცენტი უჭერს. გამოკითხვის თანახმად, პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ პლატფორმას, მხარს 3% უჭერს, "პატრიოტთა ალიანსს" და "დემოკრატიულ მოძრაობას" - 2-2%.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)