|
2016-09-03 15:40:36, 756 ნახვა
პოლიტიკა
მანანა კობახიძე: პარლამენტში მყარი უმრავლესობით მოვალთ, ამას „იმედის“ გარდა, ჩვენი კვლევებიც ადასტურებს
„ჩვენ პარლამენტში მყარი უმრავლესობით მოვალთ, ამას „იმედის“ გარდა, ჩვენი კვლევებიც ადასტურებს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მანანა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევების შეფასებისას „ექსპრესნიუსს“ განუცხადა. „ტელეკომპანია „იმედის“ კვლევებს დეტალურად არ გავცნობივარ და არ ვიცი ვინ ატარებდა, მაგრამ ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შედარებით „ქართულ ოცნებას“ ბევრად მეტი მხარდაჭერი ყავს, ეს ჩვენი შიდა კვლევებითაც გვაქვს დადასტურებული. ჩვენ პარლამენტში მყარი უმრავლესობით მოვალთ. ამომრჩეველთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაძლევს ამის განცხადების საფუძველს. „ნაციონალური მოძრაობა“ დისკრედიტირებულია. მათ თავისი მყარი ამომრჩევლები ყავთ - მათი აქტივისტები, მათი ოჯახის წევრები და ა.შ. თუმცა, უმრავლესობის დიდი ნაწილი დაუშვებლად მიიჩნევს, რომ „ნაციონალებს“ ისეთი მხარდაჭერა ქონდეთ, რომლის მეშვეობითაც მათ ოპოზიციურ აქტიურობას ხელშესახებს გახდის. 2012 წელს ძალადობით და დაშანტაჟებით შეძლეს დაახლოებით 40%-ის მიღება. თვითმართველობისა და საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩანს, რომ მათი პროცენტულობა იკლებს და ამ ტენდენციის გაგრძელებას ველოდებით“, - განაცხადა კობახიძემ. შეგასენებთ, რომ ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით, ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 58% არჩევნებზე მისვლას აპირებს. კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 32% მხარს "ქართულ ოცნებას" უჭერს. "ნაციონალურ მოძრაობას" კი 16%. "თავისუფალ დემოკრატებსა" და "ლეიბორისტულ პარტიას" მხარს გამოკითხულთა 4-4% პროცენტი უჭერს. გამოკითხვის თანახმად, პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ პლატფორმას, მხარს 3% უჭერს, "პატრიოტთა ალიანსს" და "დემოკრატიულ მოძრაობას" - 2-2%.
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)