|
2016-09-03 14:56:37, 653 ნახვა
პოლიტიკა
მანანა კობახიძე: გაუგონარია, თან პარტიაში გინდოდეს და თან მის გადაწყვეტილებას ემიჯნებოდე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მანანა კობახიძის განცხადებით, მცხეთის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება პარტიის წინააღმდეგ წასვლაა და ამას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს. „„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მცხეთაში მაჟორიტარ კანდიდატად დიმიტრი ხუნდაძეს აყენებს და მხარს სწორედ მას ვუჭერთ. თუ პარტიის წევრი საკრებულოშია და ის პარტიულ გადაწყევტილებას ემიჯნება, ეს პარტიის წინააღმდეგ წასვლაა, რასაც პოლიტსაბჭოსგან შესაბამისი რეაგირება უნდა მოყვეს. ასეთი გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა დატოვო პარტია. გაუგონარია, რომ თან სახელისუფლებო გუნდში იყო და თან გუნდის გადაწყვეტილების წინააღმდეგ მიდიოდე. მათ ეს უნდა ესმოდეთ. ამაზე რეაგირება იქნება“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა პარტიის, მათ შორის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მცხეთაში საგანგებო ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგზე ქალაქის საკრებულოს წევრებმა განაცხადეს, რომ ისინი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს, დიმიტრი ხუნდაძეს ემიჯნებიან, თუმცა განმარტავენ, რომ მხოლოდ პიროვნულად მას და არა „ქართულ ოცნებას“. როგორც საკრებულოს წევრებმა აღნიშნეს, მათ გადაწყვიტეს ცეზარ ჩოჩელს დაუჭირონ მხარი.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)