|
2016-09-03 12:41:00, 750 ნახვა
პოლიტიკა
მცხეთის საკრებულოს წევრები დიმიტრი ხუნდაძეს ემიჯნებიან და მხარს ცეზარ ჩოჩელს უჭერენ
სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა მცხეთაში საგანგებო ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგზე ქალაქის საკრებულოს წევრებმა განაცხადეს, რომ ისინი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს, დიმიტრი ხუნდაძეს ემიჯნებიან, თუმცა განმარტავენ, რომ მხოლოდ პიროვნულად მას და არა „ქართულ ოცნებას“. როგორც საკრებულოს წევრებმა აღნიშნეს, მათ გადაწყვიტეს ცეზარ ჩოჩელს დაუჭირონ მხარი. „მიზეზი, რამაც გადაგვაწყვეტინა გაერთიანება ცეზარ ჩოჩელის გარშემო, არის მხოლოდ მისი წარსული საქმიანობა მცხეთის რაიონში და უპირატესი ხედვები მის მომავალზე. აქ მდგომნი, ნდობას ვუცხადებთ დამუკიდებელ კანდიდატს ცეზარ ჩოჩელს, როგორც სიტყვისა და საქმის ადამიანს. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჩვენ ვემიჯნებით „ქართულ ოცნებას“ არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ ვემიჯნებით არა „ქართულ ოცნებას“, არამედ კანდიდატ დიმიტრი ხუნდაძეს, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ მან დესტრუქციული როლი ითამაშა თვითმმართველობის საქმიანობაში. მე როგორც ერთ-ერთი რიგითი ამომრჩეველი და ჩემი მეგობრები, რომლებიც არ მიუკუთვნებიან სხვა რომელიმე პარტიას, მხარს ვუჭერთ „ქართულ ოცნებას“, -განაცხადა საკრებულოს წევრმა გურამ ანსიანმა. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დღევანდელ ბრიფინგს არ შეუერთდნენ.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)