|
2016-09-03 12:18:12, 807 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილი ყვარლის და თელავის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თელავსა და ყვარელში, ირაკლი სესიაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. "ქართული ოცნების" ინფორმაციით, ირაკლი სესიაშვილი იგი სოფელ კონდოლის N23 და N48 საარჩევნო უბნის ამომრჩევლებს შეხვდა. ირაკლი სესიაშვილმა შეკრებილ მოსახლეობასთან „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ გეგმების შესახებ ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ასევე საყოველთაო ჯანდაცვაზე, სოფლის მეურნების პროგრამაზე, განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ფერმერთა მომსახურების პროგრამაზე. დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა მიწის რეგისტრაციის გამარტივებული წესის შესახებ და აღნიშნა, რომ სულ მალე სახელმწიფოს თანადაფინანსებით, შეღავათიან ფასებში, ადგილობრივი წარმოების ტრაქტორების შეძენა შეეძლებათ. გარდა ამისა, ირაკლი სესიაშვილმა, შეხვედრაზე მოსახლეობასთან ერთად განიხილა სოფელში ჯერ კიდევ არსებული პრობლემები და მათი მოგვარების გზებზე ადგილობრივებთან ერთად იმსჯელა. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, ყველა საკითხი მოსახლეობის ჩართულობით გადაწყდება.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)