3 სექტემბერს, 11:00 საათზე, თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, (ყოფილი პირველი მაისის ქუჩა) „ნაციონალური მოძრაობის“ ათეულის და ახალი სახეების წარდგენა გაიმართება.
3 სექტემბერს, 11:30 საათზე, „რესპუბლიკური პარტიის“ პირველი ნომერი დავით უსუფაშვილი ქობულეთში, ტრისტან ჯინჭარაძესა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ კანდიდატთან ლევან ხინიკაძესთან ერთად მოსახლეობას შეხვდება (ქობულეთის გამგეობიდან „რესპუბლიკური პარტიის“ შტაბამდე, თავისუფლების №26)
3 სექტემბერს, 12:00 საათზე, „რესპუბლიკური პარტიის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი დავით უსუფაშვილი ქობულეთში, პარტიის შტაბში შეხვედრას გამართავს.
მის: ქობულეთი, თავისუფლების №26
საკონტაქტო პირი თამარ ღვინიანიძე - 599 36 70 70
3 სექტემბერს, 12:00 საათზე, ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი მარნეულის რაიონის სოფელ კირიხლოში ახლად აშენებულ გაზგამანაწილებელ ქსელს დაათვალირებენ.
საკონტაქტო პირი ელენე კერესელიძე - 598 25 19 91
3 სექტემბერს, 12:00 საათზე, მცხეთაში, სვეტიცხოვლის მოედანზე ქალაქ მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოს წევრები სხვადასხვა პარტიებიდან (”ქართული ოცნება”, ”ლეიბორისტები”, ”რესპუბლიკელები”, ”ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა”) საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.
თემა: მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესები.
საკონტაქტო ტელ: 591 32 01 86
3 სექტემვერს, 12:00 საათზე, ,,პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიციის” ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი გოჩა ჯოჯუა თბილისის ზღვაზე ჩასახლებულ დევნილებს შეხვდება.
საკონტაქტო პირი მარიამ ბაციაშვილი - 558123412
3 სექტემბერს, 14:00 საათზე, „დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიციის" ცენტრალურ ოფისში, მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატი კონსტანტინე მორგოშია ბრიფინგს გამართავს.
თემა: ადმინისტრაციული ჯარიმები.
საკონტაქტო პირი მარიამ ბაციაშვილი - 558123412
3 სექტემბერს, 14:00 საათზე, თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ გამართავს საპროტესტო აქციას, სახელწოდებით „250 ფეხსაცმელი“.
საკონტაქტო პირი ეკა ლომიძე - 551 15 07 73
3 სექტემბერს, 17:00 საათზე, წინანდალში საპარტნიორო ფონდსა და შპს „წინანდლის მამულებს“ შორის გაფორმდება პარტნიორთა შეთანხმება, რომელიც წინანდალში 5- ვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტის განახლებას ითვალისწინებს.
მის.: ყვარლის რაიონი, წინანდალი
საკონტაქტო პირები: ვახტანგ კუპრავა - 599 501 014 , ლელა წიკლაური - 577 74 53 53
3 სექტემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში, მოსკოველი კინორეჟისორის, ტატიანა დანილიანცის ნამუშევრების გამოფენა, სახელწოდებით „ვენეციის ძღვენი – სერგო ფარაჯანოვს“ გაიხსნება.
მის: სიონის ქ. #8, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა),
3 სექტემბერს, 18:00 საათზე, ”პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე და პლატფორმის სხვა ლიდერები, მოსახლეობას აღმოსავლეთ საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატებს წარუდგენენ.
მის.: რუსთავი, 18მ/რ–ნი, ამირან ფანჩულაიას ქუჩა
საკონტაქტო პირი თამარ ჯინჭარაძე - 551 66 25 25
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან