00:25 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-02 17:32:22, 756 ნახვა

პოლიტიკა
გიგიაძე: სომხური მხარის განცხადებით, არანაირ შეხვედრას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ადგილი არ ჰქონია

სომხური მხარე აცხადებს, რომ არანაირ შეხვედრას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძემ განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მორიგი პოლიტიკური სპეკულაციაა, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ხშირად მიმართავენ.

„დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია სავარაუდო შეხვედრის შესახებ აფხაზეთის საიკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებსა და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის. ამასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყონებლივ მოახდინა რეაგირება. დავინტერესდით ამ საკითხით. ჩვენი ელჩი ესაუბრა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს. გაიმართა ჩემი პირადი საუბარი საქართველოში აკრედიტებულ სომხეთის ელჩთან. სომხური მხარის განმარტებით, არანაირ შეხვედრას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ადგილი არ ჰქონია. ეს არის მორიგი პოლიტიკური სპეკულაცია, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ხშირად მიმართავენ. სომხეთი არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა, ცალსახად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას მათთან", - განაცხადა გიგი გიგიაძემ.

რაც შეეხება გავრცელებულ ფოტოს, რომელზეც შეხვედრაა ასახული, გიგიაძე აცხადებს, რომ შეუძლია, ისაუბროს მხოლოდ სომხური მხარის ოფიციალურ პოზიციაზე.

“სომხური მხარის ცალსახა განცხადებაა, რომ არანაირ მსგავს შეხვედრას ადგილი არ ჰქონია. ვერ გეტყვით რასთან გვაქვს საქმე. შესაძლებელია, მომხდარიყო უბრალოდ გადაღება, რაღაც გარკვეული გარემოების, ან სიტუაციურად ადამიანების გადაღება. მე ამაზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ინფორმაცია არა გვაქვს. ოფიციალურად რაც შემიძლია დაგუდასტუროთ, ეს არის სომხური მხარის ძალიან ცალსახა განცხადება რომ არანაირ შეხვედრას ადგილი არ ჰქონია”, - განაცხადა გიგიაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics