01:52 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-02 16:07:59, 1333 ნახვა

ეკონომიკა
ფრიდრიხ ებერტის ფონდი გერმანიის რეგიონებში, საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობების პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს

გერმანიის ფრიდრიხ ებერტის ფონდის პრეზიდენტმა კურტ ბეკმა ინტერესი გამოხატა ხელი შეუწყოს გერმანიის სხვადასხვა რეგიონში საქართველოს მიღწევების, მისი ეკონომიკური პოტენციალისა და ქვეყნის ევროპული განვითარების პოპულარიზაციას. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, როგორც კურტ ბეკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან ბერლინშიგამართული შეხვედრისას აღნიშნა ფონდი მრავალი წელია საქართველოსთან თანამშრომლობს და მათთვის შთამბეჭდავია ის პროგრესი, რასაც ქვეყანამ განვითარების გზაზე მიაღწია. 

„ბატონ მინისტრთან საინტერესო შეხვედრა გვქონდა, ვისაუბრეთ საქართველოს განვითარების სხვადასხვა მიმართულებებზე, მათ შორის როგორც ევროინტეგრაციის მიმართულებით, ასევე ეკონომიკური რეფორმებისა და მასშტაბური ინფრასტრუქტურული გეგმების შესახებ. ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოს პოპულარიზაციით და მისი ევროპული მიმართულების პოპულარიზაციით არა მხოლოდ ფედერალურ დონეზე გერმანიაში, არამედ მის ყველა მიწასა და ცალკეულ რეგიონებში. დარწმუნებული ვარ ჩვენი ძალისხმევა დადებით შედეგს მოგვცემს" - განაცხადა კურტ ბეკმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა სხვადასხვა სფეროში საქართველო გერმანიის წარმატებულ თანამშრომლობაზე, ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებზე, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და საქართველოსსატრანზიტო და ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალური რეალიზაციის თვალსაზრისით საქართველოს ხელისუფლების გეგმებზე. მან მადლობა გადაუხადა გერმანულ მხარეს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. მან ხაზი გაუსვა ბოლო წლებში ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობას, რაც, როგორც მაღალი დონის ვიზიტების უპრეცედენტო სიხშირით, ასევე გერმანელი ექსპერტების მხრიდან საქართველოს მიმართ არსებული ინტერესითაც გამოიხატება.

მინისტრმა ფრიდრიხ ებერტის წარმომადგენლები საქართველოში მოიწვია.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics