2016-09-02 16:05:49, 1525 ნახვა
სამართალი
სროლა ვაკეში - დაღუპულია ახალგაზრდა მამაკაცი
ვაკეში, ფალიაშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, ახალგაზრდა ბიჭი ჩაცხრილეს. თვითმხილველების თქმით, მამაკაცს, რომელიც გაჩერებულ მანქანაში იჯდა, ერთმა პირმა ესროლა და ადგილიდან მიიმალა.
ავტომანქანაში კიდევ ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელიც დაიჭრა და საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით განცხადება არ გაკეთებულა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან