01:50 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-02 16:04:22, 1138 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების სამინისტროში პოლონეთის დელეგაციას უმასპინძლეს

ეკონომიკისა  და  მდგარადი  განვითარების  მინისტრის მოადგილეები ირმა ქავთარაძე, ქეთევან ბოჭორიშვილი და ნიკოლოზ გაგუა  საქართველოში  სტუმრად მყოფ პოლონეთის  ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს მარიუშ ჰალადის შეხვდნენ. შეხვედრას პოლონეთის დელეგაციის წევრებთან ერთად პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ანჟეი ჩიეშკოვსკი დაესწრო.

პოლონეთის დელეგაციის სტუმრობის  მიზანია საქართველოში  განხორციელებული  რეფორმის გამოცდილების გაზიარება.  ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრის მოადგილეებმა  სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია ახალი ბიზნესის რეგისტრაციის,  სამეწარმეო კონტროლის განხორციელების ფორმების, ლიცენზიების რაოდენობის შემცირების და რეგულირებაზე კონტროლის დადგენის საკითხებზე. საუბარი ასევე შეეხო მეწარმეობის განვითარებას, ინოვაციების ხელშეწყობასა  და  ბიზნესთან დიალოგის თემებს.

თავის  მხრივ  პოლონურმა მხარემ სამინისტროს წარმომადგენლებს თავისი გამოცდილება გააცნო. შეხვედრაზე   დაისახა  სამომავლო  თანამშრომლობის  პერსპექტივები. 

„საქართველოში ბიზნესის მქონე პოლონელი  მოქალაქეები იმდენად კმაყოფილები არიან აქ   არსებული სამეწარმეო გარემოთი, გადავწყვიტეთ ჩამოვსულიყავით და ამომწურავი ინფორმაცია მიგვეღო  თქვენი მთავრობის  მიერ  ჩატარებულ  რეფორმებზე.  ბოლო წლებში  საქართველომ  მართლაც დიდი ტრანსფორმაცია განიცადა და არაერთი საინტერესო რეგულაცია დანერგა.  ადრე  თუ  თქვენ  ჩვენგან სწავლობდით,  უახლოეს  პერიოდში პოლონეთი აპირებს  ქართული რეფორმების ექსპორტის განხორციელებას“ - განაცხადა შეხვედრის დასარულს პოლონეთის დელაგაციის  ხელმძღვანელმა მარიუშ ჰალადიმა.

პოლონეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე  საქართველოში ოფიციალური ვიზიტით  გუშინ ჩამოვიდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გარდა, შეხვედრები ასევე გაიმართა მთავრობის კანცელარიაში, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროებში. დღეს პოლონეთის სამთავრობო დელეგაცია ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდება.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics