|
2016-09-02 14:34:42, 751 ნახვა
პოლიტიკა
დოლიძე: კიდევ ერთხელ ვართ მოწმენი პარლამენტის ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებისა
ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ ვართ მოწმენი საქართველოს პარლამენტის ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებისა თავისი უმნიშვნელოვანესი ფუნქციისადმი, – ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე მმართველ გუნდში გაკეთებულ განცხადებებს, რომ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატებზე 6 სექტემბერს, იურიდიული კომიტეტის ფორმატში მსჯელობა, სავარაუდოდ, მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება. დოლიძე პარლამენტს მოუწოდებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დროულად დაამტკიცოს. „დღეს კიდევ ერთხელ ვართ მოწმენი საქართველოს პარლამენტის ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებისა თავისი უმნიშვნელოვანესი ფუნქციისადმი, რომ უზურნველყოს ქართველი ხალხისთვის მართლმსაჯულების უფლება და დროულად დანიშნოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირველ რიგში ამ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებისაგან დაზარალებული არის საქართველოს მოსახლეობა, რომელსაც ეფექტური მართლმსაჯულების უფლება ეზღუდება“, – აღნიშნა დოლიძემ. ცნობისთვის, პარლამენტი პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებზე 6 სექტემბერს იმსჯელებს. მოსამართლეობის კანდიდატები არიან: ლევან ბოძაშვილი, ნონა თოდუა და თამარ ლალიაშვილი.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)