|
2016-09-02 13:56:22, 1278 ნახვა
ეკონომიკა
საჯარო რეესტრი ეკონომიკური საქმიანობების რეესტრის წარმოებას იწყებს
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს კიდევ ერთი ახალი ფუნქცია - ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრის წარმოება დაემატა. სააგენტოს ინფორმაციით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრი ბიზნეს სუბიექტების შესახებ მაღალი ხარისხის, სარწმუნო მონაცემთა ბაზის ფორმირებას ითვალისწინებს, რომელშიც თავმოყრილი იქნება სრული ინფორმაცია ბიზნეს სუბიექტების საქმიანობების შესახებ. სისტემურად აღრიცხული, მუდმივად განახლებადი და საჯარო მონაცემთა ბაზა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკურ საქმიანობასთან და ბიზნესთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის სტატისტიკისა და კვლევის წარმოებას, საქართველოსა თუ ევროკავშირის მოქალაქეებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის ქვეყანაში არსებული ეკონომიკური საქმიანობების შესახებ ინფორმაციის მარტივად მიწოდებას. ამავდროულად, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრი არასამთავრობო სექტორისათუ მედიისთვის საჯარო ინფორმაციის კიდევ ერთი ოპერატიული და კომფორტული წყარო იქნება. ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრი საერთაშორისო სტანდარტით აღიარებულ კლასიფიკატორს ეფუძნება, რაც მასში გაერთიანებულ მონაცემებს ხელმისაწვდომს არა მარტო ადგილობრივი, არამედ გლობალური მასშტაბითაც ხდის. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრის შექმნა შესაბამისობაშია ასოცირების შეთანხმებასთან და იგი საქართველოს კანონმდებლობის ევროპულსტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესში გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანია ნაბიჯია. ახალი ფუნქციის შესაბამისი ელექტრონული პროგრამა, რომელიც ბიზნესსუბიექტების ეკონომიკური საქმიანობების შესახებ ერთიან და სრულყოფილ ინფორმაციისაერთიანებს საჯარო რეესტრის ვებგვერდზე (www.napr.gov.ge) სულ მალე განთავსდება და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში სავალდებულო რეგისტრაციას ექვემდებარებიან ის ბიზნესსუბიექტები, რომელთა საქმიანობა უკავშირდება სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინალური პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის წარმოებას, პირველადწარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციას, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მომსახურებას, „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონით გათვალისწინებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან,ან შრომით მოწყობაში დახმარებასთან, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონით გათვალისწინებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებების საქმიანობა, სადაც ესთეტიკური დაკოსმეტიკური პროცედურები ხორციელდება. სხვა საქმიანობების რეგისტრაცია ნებაყოფლობითია და სავალდებულო არ არის, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეკონომიკურსაქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია ბიზნესსუბიექტებს საშუალებას მისცემს, პოტენციურმა მომხმარებლებმა, ბიზნესპარტნიორებმა თუ ინვესტორებმა მარტივად დამოსახერხებელი ფორმით მიიღონ ინფორმაცია ბიზნესის პროფილის, მომსახურებების და საქმიანობის ადგილის(მისამართის) შესახებ. ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის მომსახურების მიღება იუსტიციის სახლებში, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურებში,საზოგადოებრივ ცენტრებსა და ავტორიზებულ პირებთანაა შესაძლებელი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)