|
2016-09-02 13:47:04, 1246 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: 8 თვეში ტურისტთა რაოდენობა 17.4%-ით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა კი, 8.2%-ით გაიზარდა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, გიორგი ჩოგოვაძესთან ერთად 2016 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი შეაჯამა. დიმიტრი ქუმსიშვილმა საზოგადოებას ტურისტების, სასტუმროებისა და ავიარეისების სტატისტიკური მონაცემები გააცნო და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და ზოგადად ტურიზმის სფეროში განხორციელებული პროექტები წარუდგინა. მისი თქმით, 2016 წლის პირველ 8 თვეში საერთაშორისო მოგზაურების ჯამურმა რაოდენობამ 4,247,729 შეადგინა, რაც 322,075-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (ზრდა +8.2%). „ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,851,917 შეადგინა, რაც 274,751-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (ზრდა +17.4%). პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართლებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-აგვისტოში გამოირჩევიან ლატივა +27.2%, ჩეხეთი +16.3% და უნგრეთი +18.7%“, - განაცხადა ქუმსიშვილმა. მინისტრის განმარტებით, 2015 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 1.94 მილიარდ დოლარს (ზრდა +8.3%), რაც 149 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. „2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 354.5 მილიონ დოლარს (ზრდა +15.7%), რაც 48 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2015 წლის ჯამური მონაცემებით შეადგენს 6.7%-ს, ზრდა წინა წელთან შეადრებით +16.2%-ია. 2016 წლის პირველ კვარტალში კი ტურიზმის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.8% შეადგინა, ზრდა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11.5%“, - აღნიშნა მინისტრმა. ამასთან, 2016 წლის შვიდი თვის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადასახადო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 260,211 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +11.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა. „3 წელიწადში საქართველოს მასშტაბით 508 სასტუმრო შევიდა ექსპლუატაციაშიმ რაც 58%-ით აღემატება 2012 წლის ჩათვლით ექსპლუტაციაში შესული სასტუმროების რაოდენობას. 2016 წლის განმავლობაში საქართველოს განთავსების საშუალებების ბაზარს დაემატა 33 სასტუმრო 1,292 ოთახითა და 2,784 საწოლი ადგილით“, - განაცხადა ქუმსიშვილმა. მისივე ცნობით, 2016 წლის შვიდი თვის თანმავლობაში თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს დაემატა 9 ახალი საერთაშორისო რეისი. „2016 წლის 8 თვეში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 16 ქვეყანაში გამართა ონლაინკამპანია. საქართველოს შესახებ დაიწერა და მომზადდა 200 სტატია, ბლოგი, დოკუმენტური ფილმი, გადაცემა და სიუჟეტი. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მონაწილეობა მიიღო 14 საერთაშორისო და ადგილობრივ ტურისტულ გამოფენაში, საქართველოს ეწვია 434 უცხოელი ჟურნალისტი და 238 ტუროპერატორი“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)