|
2016-09-02 13:37:56, 1039 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი მეზურნიშვილმა და გიორგი თოთლაძემ მოსახლეობას საკუთარი ხედვები გააცნეს
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კასპის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი მეზურნიშვილი სოფელ ზემო ხანდაკის მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატმა სოფელში არსებული პრობლემების შესახებ ამომრჩეველთან ერთად იმსჯელა. ირაკლი მეზურნიშვილმა ყურადღება ახალგაზრდების განათლების, დასაქმების კუთხით გასატარებელ რეფორმასა და რაიონის სწრაფი განვითარების გეგმის განხორციელების პროცესში მოსახლეობის ჩართულობის როლზე გაამახვილა. „მინდა იცოდეთ, რომ პოლიტიკა, თავისთავად, ადამიანებს შორის ურთიერთობას ნიშნავს. ამიტომ, შეუძლებელია ჩემი მიზნების განხორციელება, თქვენი დახმარებისა და ჩვენი ერთობის გარეშე“,-განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქარელის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი თოთლაძე კი, ახალდაბის, არაშენდასა და ვარიანის მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატი ადგილობრივებს მისი მომავალი საქმიანობისა და გეგმების შესახებ ესაუბრა. გიორგი თოთლაძის თქმით, იგი ხალხის აზრსა და პრობლემებს ყოველთვის მოისმენს. „ეს შეხვედრები არ იქნება მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში. იგი უფრო მეტად გახშირდება და მიიღებს ინტენსიურ ხასიათს, რათა ჩემი და ჩვენი პარტიის მუშაობა იყოს ნაყოფიერი და ეფუძნებოდეს ხალხის კეთილდღეობას",-აღნიშნა მან. (NS)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)