01:59 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-02 12:47:29, 1214 ნახვა

ეკონომიკა
"კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველოს" საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, სს "კავკასიის განვითარების ბანკი-საქართველოს" საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა, რის გამოც ბანკი ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 18 აგვისტოს, აზერბაიჯანში, მშობელი ბანკის გარშემო განვითარებული პრობლემების გამო, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიიღოგადაწყვეტილება სს "კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველო" - ში დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე.

ეროვნული ბანკის შეფასებით, კრედიტორთა, მათ შორის, პირველ რიგში დეპოზიტართა მოთხოვნების დაკმაყოფილება სრულად განხორციელდება.

"იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას სს "კავკასიის განვითარების ბანკი-საქართველოს" ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი გასტუმრება, კრედიტორებს მოგმართავთ თხოვნით, ბანკის ლიკვიდატორს წარუდგინოთ  შემდეგი დოკუმენტაცია:
ფიზიკური პირების შემთხვევაში:  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;  ბანკის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია; იურიდიული პირების შემთხვევაში: ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ;  უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბანკის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია  უნაღდო ანგარიშსწორებით თანხების მიღების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, დამატებით წარმოადგინოთ იმ ბანკის საბანკო ანგარიში და რეკვიზიტები, სადაც გსურთ თანხის ჩარიცხვა",-განაცხადა  ბანკის ლიკვიდატორმა  როინ ცაციაშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics