|
2016-09-02 12:02:04, 716 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია: ივანიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ისტერიკულად ეშინია
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობა“ არ განადგურებულა და პირიქით, პარტია განახლდა. „ბიძინა ივანიშვილის განცხადებებში და ხელისუფლების ყველანაირ ქმედებაში ჩანს, რომ მათ „ნაციონალური მოძრაობის“ ისტერიკულად ეშინიათ. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდმა გუნდმა „ნაციონალური მოძრაობის“ გასანადგურებლად ყველაფერი გააკეთა, ჩვენ ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია ვართ. ჩვენ განვაახლეთ პარტია, ხედვები, ადამიანები და კვლავ ვითარდებით. ერთადერთი რაც ხელისუფლებას შეუძლია გააკეთოს, ეს არის ხან კორცხელის ინციდენტი და ხან ოფისებზე თავდასხმა. თუმცა, ისინი დამარცხებისთვის განწირულები არიან“, - განაცხადა ხოშტარიამ. შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ აჭარაში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ კონკურენტი არა „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ პაატა ბურჭულაძის გაერთიანებაა.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)