|
2016-09-02 11:02:05, 665 ნახვა
პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთის ახალი ელჩი: გამიმართლა, რომ მაქვს შესაძლებლობა საქართველოში ვიცხოვრო და ვიმუშაო
დიდი ბრიტანეთის ახალი ელჩი ჯასტინ მაკენზი სმიტი თბილისში ჩამოვიდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ დიდი ბრიტანეთის საელჩოდან აცნობეს. როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველოში ელჩად დანიშვნა მისთვის დიდი პატივია. „ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში მისი უდიდებულესობის ელჩად დანიშვნა. მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. გამიმართლა, რომ საქართველოში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და ახლა მაქვს შესაძლებლობა აქ ვიცხოვრო და ვიმუშაო. საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის მყარი მეგობრული ურთიერთობებია. სამომავლოდ, ბევრი საინტერესო მიმართულებით არის შესაძლებებელი ამ ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცება“, - განაცხადა ელჩმა. მაკენზი სმიტი ელჩის მოვალეობის შესრულებას მას შემდეგ შეუდგება რაც რწმუნებათა სიგელებს გადასცემს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ცნობისთვის, საქართველოში ელჩად დანიშვნამდე, ბატონი მაკენზი სმიტი ბრიტანეთის დიპლომატიურ სამსახურში სხვადასხვა საქმიანობით იყო დაკავებული. მისი უკანასკნელი მისია გახლდათ მეხიკოში, დიდი ბრიტანეთის საელჩოში, სადაც ის ელჩის მოადგილე და ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით დირექტორი იყო. მანამდე კი, იგი იმყოფებოდა გაეროს დიდი ბრიტანეთის მისიაში, ნიუ იორკში. დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის სამინისტროში მას ნამუშევარი აქვს აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიის, ევროკავშირის, ეუთოს, ადამიანის უფლებათა დაცვის და მედიის საკითხებზე.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)