01:59 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-01 23:20:34, 1111 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო ბრუნვა 200 მილიონ დოლარამდე უნდა გაიზარდოს

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ბელარუსის ვიცე-პრემიერმა მიხაილ რუსიმ თბილისში, საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მესამე სხდომა ოფიციალურად გახსნეს. 

მისასალმებელ სიტყვაში პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ორმხრივი კომისიის სხდომებზე მიღებულ გააწყვეტილებებს საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში დიდი მნიშვნელობა მიანიჭა. მისი განცხადებით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები მზარდი  დინამიკით ხასიათდება, თუმცა, ამავე დროს, თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს. 

ოფიციალური სტატისტიკით, 2016 წლის პირველ ექვს თვეში სავაჭრო ბრუნვა 109 პროცენტით გაიზარდა და 49 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეს მაჩვენებელი 200 მილიონ აშშ დოლარამდე უნდა გაიზარდოს. 

პირველმა ვიცე-პრემიერმა დაასახელა ეკონომიკის სექტორები, მათ შორის, აგრომრეწველობა, მანქანათმშენებლობა და სხვ, სადაც უკვე მიმდინარეობს ან სამომავლოდ განხორციელდება ერთობლივი პროექტები, რომლებიც ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება. 

დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბელარუსის მხარეს  გამოფენის მოწყობისთვის „ექსპო ჯორჯიაში“, რომელშიც 150-მდე ბელარუსული კომპანია მონაწილეობს.   
ასევე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ტურიზმის სფეროში. პირველი ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია გარღვევის გაკეთება ტურისტების რაოდენობის გასაზრდელად. 
კომისიის სხდომა რამდენიმე დოკუმენტზე ხელმოწერით დასრულდა. 

საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარეებმა - დიმიტრი ქუმსიშვილმა და მიხაილ რუსიმ ხელი მოაწერეს სხდომის ოქმს. მასში განისაზღვრა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის ყველა პრიორიტეტული მიმართულება მომდევნო ერთი წლის მანძილზე. 

გარდა ამისა,  ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ბელარუსის მოგილიოვის ოლქს შორის, ასევე შეთანხმდა ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პროგრამა 2017-2018 წლებისთვის და თბილისსა და მინსკს შორის 2017 წლის თანამშრომლობის ღონისძიებათა გეგმა. 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics