01:59 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-01 16:37:44, 606 ნახვა

სამხედრო
მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2016” დაიწყო

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2016” ორფოლოს სასროლეთზე დღეიდან იწყება. საერთაშორისო სწავლება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გახსნა და მასში მონაწილე ქართველ და უცხოელ სამხედროებს სწავლების დაწყება მიულოცა.

„ჩემთვის დიდი პატივია ამ ძალიან კარგი სწავლების გახსნა. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენთან ერთად არიან ჩვენი ძმები უკრაინიდან, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან და აშშ-ის საზღვაო ძალებიდან. მიხარია, რომ აქ ზუსტად ის ხალხია, ზუსტად ის ქვეყნებია, ვისაც ასე ძალიან ჭირდება მშვიდობა. ეს სწავლება ზუსტად იმის ნიშანია, რომ ჩვენ არ ვართ მარტო, საქართველო არ არის მარტო, უკრაინა არ არის მარტო, რუმინეთი და ბულგარეთი არ არიან მარტო, ამერიკის შეერთებული შტატები არ არის მარტო და თითოეული ჩვენგანი დიდ საქმეს ვაკეთებთ. გმირობას არც ეროვნება და არც რელიგია აქვს. მიხარია, რომ აქ გამოიჭედება ის სამხედრო ძმობა, რაც ასე უცილებელია წარმატების მისაღწევად“ - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

სწავლების ოფიციალურად გახსნის ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების მაღალი რანგის ოფიცრები და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ, გენერალური შტაბის უფროსმა სწავლებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სწავლების ხელმძღვანელისგან, პოლკოვნიკ მალხაზ მაკარაძისგან „Agile Spirit 2016”-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები და სამომავლო გეგმები მოისმინა.
მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და აშშ-ის საზღვაო ქვეითები ატარებენ. სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის, ბულგარეთის, რუმინეთის, უკრაინისა და ლატვიის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ.

სამხედრო წვრთნების მიზანს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთქმედების დახვეწა, რეგიონში უსაფრთხოების მხარდაჭერა, თავდაცვითი და თავდასხმითი ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, ასევე აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთანამშრომლობის შენარჩუნებას და გაღრმავებას წარმოადგენს.

„Agile Spirit 2016” სამეთაურო საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს. სამეთაურო საშტაბო სწავლება ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის ტერიტორიაზე 3 სექტემბერს დაიწყება.

სწავლების საველე და სამეთაურო საშტაბო ფაზები ოფიციალურად 9 სექტემბერს დასრულდება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics