|
2016-09-01 15:12:48, 719 ნახვა
პოლიტიკა
რამაზ საყვარელიძე: ემპირიული და ციფრობრივი თვალსაზრისით, ივანიშვილი დიალოგისთვის მომზადებული იყო
ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში რამაზ საყვარელიძე „ექსპრენისუსთან“ საუბრისას ყოფილი პრემიერის ჟურნალისტებთან შეხვედრას აფასებს და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ანალიზით და ტელეეთერში გამოჩენით ცდილობს, „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში წარმატების მიღწევაში დაეხმაროს. „ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ პარლამენტში უმრავლესობით მოვა. თუმცა, მეეჭვება, რომ მათ საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საჭირო მანდატები მოიპოვონ. არ არის გამორიცხული, რომ შემდეგ პარლამენტში დეპუტატების სვადასხვა პარტიაებში გადანაწილება მოხდეს. ივანიშვილმა მთავარ კონკურენტად პაატა ბურჭულაძის გაერთიანება დაასახელა. შეიძლება, ყოფილმა პრემიერმა მიიჩნია, რომ ეს გაერთიანება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთგვარი იდეოლოგიური განახლებაა და ახალ გამომწვევად მიიღო. როდესაც ძველს ებრძვი, ბუნებრივია, „ნაციონალების“ ახალი სახით მოსვლასაც შეეწინააღმდეგება. მით უმეტეს, ივანიშვილმა თქვა, რომ იმ გადაცდომებზე, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა, ახალ სახეებს უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ. ივანიშვილი სულ რომ არ გამოჩნდეს ტელევიზიით, არ არის ის ვერსია, რომ ის „ქართული ოცნების“ გვერდით დგას წინასააწჩევნოდ? აღსანიშნავია, რომ ემპირიული და ციფრობრივი თვალსაზრისით, ივანიშვილი დიალოგისთვის მომზადებული იყო. მას მიაჩნია, რომ ასე შეუძლია „ქართულ ოცნებას“ დაეხმაროს და ანალიზს აკეთებს, ეს გასაკვირი არაა“, - განაცხადა საყვარელიძემ. შეგახსენებთ, რომ GDS-ის ახალ გადაცემაში საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ დღეს სასამართლო ხელისუფლების კონტროლისგან სრულიად თავისუფალია.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)