|
2016-09-01 14:49:31, 1463 ნახვა
სამართალი
დედის დაჭრაში ბრალდებულ ხაჩიროვს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი შმაგი ხაჩიროვი სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლით დამნაშავედ სცნო. "სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2016 წლის 9 ივლისს დაახლოებით 14:20 საათზე, შმაგი ხაჩიროვი დედასთან ნ. თ.-თან ერთად ქ.თბილისში, მშვიდობის ქუჩაზე მათ საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფ შმაგი ხაჩიროვსა და დედამისს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე კონფლიქტი წარმოიშვა, რა დროსაც შმაგი ხაჩიროვმა სამზარაულოს მაგიდიდან დანა აიღო და ნ. თ.-ს მარცხენა წინამხრის არეში მიაყენა ჭრილობა. სამართალდამცველებმა შმაგი ხაჩიროვი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლით (ჯამრთელობის განზრახ დაზიანება ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ შმაგი ხაჩიროვი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით",-ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)