|
2016-09-01 14:35:57, 699 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილი კახეთის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თელავისა და ყვარლის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი სესიაშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად იგი ქვემო ხოდაშენის, ნასამხრალისა და ვანთას სოფლების მოსახლეობას შეხვდა. ირაკლი სესიაშვილი ადგილობრივებს „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ გეგმების შესახებ ესაუბრა.ამასთან, მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. „მნიშვნელოვანია, სოფელში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება. აქტიურად მიმდინარეობს ქვემო ხოდაშენში წყლის სისტემის რეაბილიტაცია,მომავალ წელს მთლიანად მოწესრიგდება წყალმომარაგება. გარდა ამისა, აღდგება სოფლის გზაც და დაიგება ასფალტი. სულ მალე სოფელ ვანთაში დაიწყება მინი სტადიონის მშენებლობა. ასევე, ვგეგმავთ სოფლებში არსებული სკოლების რეაბილიტაციასაც“,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას ყურადღება რთველის საკითხზე გაამახვილა და პირობა დადო, რომ მის მიმდინარეობს 24 საათიან რეჟიმში დააკვირდება. „ვიცი, რომ რთველის საკითხი თქვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია. გპირდებით, რომ მისი დაწყების დღიდან, 24 საათიან რეჟიმში, მუდმივად თვალს მივადევნებ რთველის მიმდინარეობას და მზად ვიქნებით პრობლემებზე ადეკვატური რეაგირება მოვახდინოთ", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. (NS)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)